ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
24 October 2016

საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის ხელმძღვანელის  თანამდებობაზე (1 ვაკანსია).

მოვალეობები

  • დასაქმებისა და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი ღონისძიებებისა და პროექტების ორგანიზება;
  • სტუდენტების სტაჟირების უზრუნველყოფა;
  • სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება;
  • თანამშრომლობა პოტენციურ დამსაქმებლებთან და უნივერსიტეტის პარტნიორების რიცხვის გაზრდა დამსაქმებელი კომპანიების სახით;
  • სოციოლოგიური კვლევების ჩატარება (შრომის ბაზრის, სტუდენტების დასაქმების მაჩვენებლები და ა.შ.);
  • დასაქმების ფორუმებში უნივერსიტეტის წარდგენა, სტუდენტების ჩართვა და ორგანიზება.

ცოდნა და კვალიფიკაცია

  • აკადემიური ხარისხი (ბაკალავრი/მაგისტრი);
  • აღნიშნული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;
  • ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობა;
  • საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
  • ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);

უნარები

  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის გზების დასახვის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარი;
  • დროის მენეჯმენტის უნარი.

სამუშაო ხარნგრძლივობა და პირობები

გამოსაცდელი ვადა  - 6 თვე (ანაზღაურებადი);

სამუშაო დრო - სრული განაკვეთი;

წარმოსადგენია:

  • CV (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • ფოტოსურათი;
  • სამოტივაციო წერილი (უნდა ასახავდეს მიზეზს, რატომ არის კონკურსანტი დაინტერესებული ამ ვაკანსიით და რა კვალიფიკაციები აქვს მას, რაც დაეხმარება სამუშაოს შესრულებაში);

საბუთები წარმოადგინეთ 2016 წლის 24 ოქტომბრის  ჩათვლით.  შემდეგ ელ- ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge . სათაურის ველში მიუთითეთ: Employment. კანდიდატურა განიხილება მხოლოდ დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი