ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ვაკანსია

სოციალური მედიის მენეჯერი
5 March 2019

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG Startup Factory აცხადებს სტუდენტებისთვის სტაჟირებას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე (დასაქმების მაღალი პერსპექტივით); სტაჟიორები აქტიურად ჩაერთვებიან ცენტრის საქმიანობაში და ექნებათ საუკეთესო საშუალება  პროფესიულად განვითარდნენ უნივერსიტეტის ბაზაზე.

ძირითადი მოვალეობები:

·         სოციალური ქსელების გვერდის მართვა;

·         სოციალური მედიის სტრატეგიის გაწერა და აღსრულება;

·         ცენტრის ვებ-გვერდზე და სოციალურ ქსელში მომხმარებელთან კომუნიკაცია;

·         მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით საინტერესო თემების გამოვლენა და შემდგომ განთავსება კომპანიის ვებ-გვერდზე/სოციალურ ქსელში;

·         ცენტრის სიახლეების შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება;

·         ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის გაზრდისთვის;

·         პრომოციული გეგმის შესაბამისად პროდუქტის პიარის ხელშესაწყობად ბლოგ-პოსტების შექმნა და გამოქვეყნება.

 მოთხოვნები:

·         საქართველოს უნივერსიტეტის I-IV კურსის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტი;

·         ერთ-ერთი გრაფიკული პროგრამების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Corel).

პიროვნული კომპეტენციები და უნარები 

·         დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

·         ორგანიზებულობა;

·         დროის ეფექტურად მართვის უნარი;

·         თვითმოტივირებულობა, მზადყოფნა რთული სამუშაოს შესრულებისა და მუდმივი წინსვლისთვის;

·         სიახლეების იოლად ათვისების უნარი.

 

შერჩეულ კანდიდატს ექნება ხელშეწყობა უნივერსიტეტის სასწავლო განრიგთან.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 11:00 - 20:00 საათი.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV 2019 წლის 16 მარტის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე - info@startupfactory.ge, სათაურის ველში მიუთითეთ - სოციალური მედიის  მენეჯერი.

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი