ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

თამარ რუსეიშვილი
მოწვეული ლექტორი
მაგისტრი
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა


კურსები  
შესავალი საერთაშორისო სამართალში-IREL1233 (  2023/2024; )
თამარ რუსეიშვილი, მოწვეული ლექტორი, უძღვება კურსს „შესავალი საერთაშორისო სამართალში“. იგი საერთაშორისო სამართლის მაგისტრის და ბაკალავრის ხარისხების მფლობელი ქალი პროფესიონალი და მკვლევარია საერთაშორისო საჯარო სამართლის სფეროში. მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროებია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. თამარ რუსეიშვილი ამჟამად მუშაობს საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის სამართლებრივ მრჩევლად; კერძოდ, იგი მუშაობს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სისხლის სამართლის სასამართლოსა და გაეროს ადამიანის უფლებათა სახელშეკრულებო ორგანოებში საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე დავების წარმოებაზე. მანამდე მუშაობდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე, განსაკუთრებული აქცენტით ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტზე. თამარ რუსეიშვილი ასევე არის დამოუკიდებელი ექსპერტი ადამიანის უფლებების საკითხებში, განსაკუთრებით ქალთა უფლებების მიმართულებით. აკადემიურ სივრცეებში ასწავლის და უძღვება საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა კურსს. ასევე, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, თამარს აქვს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის, კონსულტირებისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი