ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

ქეთევან ჩაგუნავა
მოწვეული ლექტორი
დოქტორი
მედიცინის დეპარტამენტი
ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა


განათლება  
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი - სამკურნალო - დოქტორი - 1982-01-09 - 1988-06-15
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი - სამკურნალო - ხარისხის გარეშე - 1982-01-09 - 1988-06-15
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი - სამკურნალო - დოქტორი - 1982-09-01 - 1988-06-12
ექიმი ქეთევან ჩაგუნავა, კარდიოლოგი, მედიცინის დოქტორი, აქვს 32 წლიანი სამუშაო გამოცდილება როგორც ამბულატორულ, ასევე არაინვაზიურ კარდიოლოგიაში (კვლევის ფუნქციური მეთოდები: ეკგ, 24 საათიანი ეკგ მონიტორინგი და არტერიული წნევის მონიტორინგი, ეკგ დატვირთვის ტესტი, გულის ულტრასონოგრაფია) და 20 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება. 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. კარდიოლოგიის და რადიოლოგიის სპეციალიზაციის კურსის გავლის შემდგომ მუშაობდა ქ.თბილისის სხვადასხვა წამყვან კლინიკაში. 2005 წელს თერაპიის ეროვნული ცენტრის ბაზაზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „არტერიული წნევის სადღეღამისო მონიტორირების პარამეტრები და მათი კავშირი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტრუქტურულ _ ფუნქციურ ცვლილებებთან I-II ხარისხის არტერიული ჰიპერტენზიის მქონე მამაკაცებში“ ამჟამად ქ.ჩაგუნავა არის შპს „ნიუ ჰოსპიტალსის“ კარდიოლოგიური დეპარტამენტის წამყვანი კარდიოლოგი, კვლევის ფუნქციური მეთოდების მიმართულების ხელმძღვანელი. ქ.ჩაგუნავა არის თსსუ სარეზიდენტო პროგრამის კოორდინატორი და ლოკალური ხელმძღვანელი სპეციალობით „კარდიოლოგია“. 2022 წლიდან არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი. 2012-2018წწ ქ.ჩაგუნავა იყო შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების კატეგორიაში გამარჯვებული 2 პროექტის თანაავტორი და ძირითადი შემსრულებელი, 2015-2020წწ საერთაშორისო მულტიცენტრული რანდომიზებულ კვლევის მთავარი მკვლევარი. ქ.ჩაგუნავა არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, სამეცნიერო კვლევების შედეგები წარდგენილი აქვს მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონგრესზე. ქეთევან ჩაგუნავა არის საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების და ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის, ევროპის პრევენციული კარდიოლოგიის ასოციაციის წევრი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ჰიპერტენზიის, ინსულტის, კარდიო-ონკოლოგიის საბჭოს წევრი.





ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი