ნიკოლოზ ქავთარაძე
მოწვეული ლექტორი
მაგისტრი
პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
,სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი - საერთაშორისო პოლიტიკა - მაგისტრი - 02/02/2021 - 10/31/2022
სტრატეგიული აზროვნება-IREL1224 (
2024/2025;
)
სტრატეგიული აზროვნება-IREL1224
ნიკოლოზ ქავთარაძე
გამოცდილება
ნიკოლოზს აქვს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება. მისი ძირითადი ინტერესის სფეროს მიეკუთვნება თავდაცვისა და უსაფრთხოების არქიტექტურა, ჰიბრიდული ომი, ნატო-ს რეგიონალური როლი, ეროვნული მედეგობა, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და კრიზისების მართვა.
ნიკოლოზი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2014-2017 წლებში მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, სხვადასხვა თანამდებობაზე, თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობის ჩათვლით. 2015 წელს ეკავა თავდაცვის სამინისტროში, თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. 2017-2018 წლებში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსად, ხოლო 2019-2022 წლებში იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ნატო-ს შტაბ-ბინაში და ევროკომისიაში სამინისტროს წარმომადგენელი (მეკავშირე ოფიცერი) და პოლიციის ატაშე ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.
განათლება
2022 წელს ნიკოლოზმა დაამთავრა ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის (ბელგია) საერთაშორისო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა და მიენიჭა მაგისტრის წოდება Magna Cum Laude-ს ხარისხით. მას სხვადასხვა დროს გავლილი აქვს მრავალი კურსი, ტრენინგი და სწავლება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე. მათ შორის, „უსაფრთხოების სწავლებათა პროგრამა“, გერმანია (2016); „უწყებათაშორისი მეთაურის კურსი“, დიდი ბრიტანეთი (2016); „საერთაშორისო ოფიცრის კურსი“, სლოვაკეთი (2009).