ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

 

 

გოგონაია ირინა
მოწვეული ლექტორი
დოქტორი
განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

კურსები  
ხარისხის მართვა სკოლაში-EDUC4120 (  2014/2015;  2015/2016;  2016/2017;  2017/2018;  2018/2019;  2019/2020;  )
ცხრილი  
ხარისხის მართვა სკოლაში-EDUC4120

ირინა გოგონაია- მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში. აქვს პედაგოგიკის დოქტორის ხარისხი. 1982-1987 წწ. სწავლობდა ილია მეჩნიკოვის სახელობის ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე. 1998 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „ სტუდენტთა კვლევითი უნარ-ჩვევების ფორმირება ორგანული ქიმიის ლაბორატორიულ პრაქტიკუმში“ ( უნივერსიტეტების ბიოლოგიისა და მოსაზღვრე სპეციალობების სტუდენტებისათვის) პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად.

სამეცნიერო ინტერესები: კვლევითი უნარ-ჩვევეის ფორმირება გონებრივი მოქმედებების ეტაპობრივი თეორიის (პ. გალპერინი, ტ.ტალიზინა) საფუძველზე; ქიმიის სწავლების მეთოდიკა, მასწავლებელთა განათლება, ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიები, სამუზეუმო განათლება ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიები, სამუზეუმო განათლება, კომპიუტერული სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების პედაგოგიური ასპექტები.

სამუშაო გამოცდილება:1990 წლიდან მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1999-2006 წწ.-ში ზოგადი და არაორგანული ქიმიის კათედრის დოცენტის თანამდებობაზე, ამჟამად მოწვეული ლექტორია განათლების ფაკულტეტზე.

2006-2010 წწ. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს- ისანი-სამგორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსად.

2010 წლიდან მუშაობს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და კურირებს ცენტრის საგანმანათლებლო მიმართულებას.

2013-2014 წწ. თანამშრომლობდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიური განვითარების ეროვნულ ცენტრსა (ტრენერი) და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან (აკრედიტაციის ექსპერტი ) .

2014 წლიდან საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში, როგორც მოწვეულ ლექტორს , მიჰყავს კურსი „ ხარისხის მართვა სკოლაში“.

არის 30-ზე მეტი სამეცნიერო- მეთოდური ნაშრომის, მათ შორის, ორი სახელმძღვანელოს ავტორი.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი