
გიორგი ორაველიძე - მოწვეული სპეციალისტი - უძღვება კურსს - რისკის მენეჯმენტი ფინანსურ ინსტიტუტებში. ფლობს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM) მაგისტრის ხარისხს ბიზნესის ადმინისტრირებაში (MBA), ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულებით. არის Chartered Financial Analyst-ის (CFA) მეორე ეტაპის კანდიდატი. აქვს 10 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება საბანკო, საფინანსო და საინვესტიციო სფეროებში მენეჯერულ პოზიციებზე.