
თამარ ასათიანი - მოწვეული სპეციალისტი - უძღვება სასწავლო კურსს შესავალი სამოქალაქო სამართალში. მას აქვს მაგისტრის ხარისხი მიღებული საერთაშორისო კერძო სამართალსა და კერძო სამართალში University of Passau-დან და სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი ი. ჯავახიშვილისსახ. თბილისისსახელმწიფოუნივერსიტეტიდან. თამარს აქვს სამუშაო გამოცდილება, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიაში. იგი მუშაობდა ტუტორად პასაუს უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტში. აგრეთვე აქვს გავლილი პრაქტიკა საჯარო სამართლის მიმართულებით ქ. პასაუს მერიის უსაფრთხოებისა და წესრიგის დეპარტამენტში, ხოლო სამოქალაქო სამართლის მიმართულებით საადვოკატო კომპანია Ramelsberger&Weber-ში. იგი არის არაერთი საერთაშორისო თუ ეროვნული კონფერენციისა და პროექტის მონაწილე/ორგანიზატორი. თამარი აგრეთვე არის DAAD-ის, OSF-ისა და Stibet Matching Fund-ის ყოფილი სტიპენდიანტი. ამჟამად იგი მუშაობს მთავარ სპეციალისტის პოზიციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტში.