
გიგა ჯოჯიშვილი - მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლაში. მაგისტრატურის ხარისხს იცავს საქართველოს უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაში. 2015 წელს, პოლონეთში, ლოძის უნივერსიტეტში სწავლობდა გაცვლითი პროგრამის სტუდენტის სტატუსით ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მცოდნეობის კათედრაზე. 2015 წლიდან მუშაობს კომპანია Kefal Plastic-ში თარჯიმნად. 2015 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთარგმნელთა კლუბის აქტიური წევრი. ხოლო 2014 წელს მუშაობდაKefal Plastic-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერად, ამავე წელს არასამტავრობო ორგანიზაციაში Development center of Kaspi-ში, სხვადასხვა ასაკის მქონე (18-დან 24-მდე) პირებს უკითხავდა პრაქტიკილი ზოგადი ინგლისური ენის კურსს. 2009 წლიდან 2010 წლამდე ტელე-სტუდიოში ეკავა საბავშვო ფილმების თარჯიმნის პოზიცია.