დავით კეშელავა - მოწვეული სპეციალისტი - უძღვება მიკროეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფოს ეკონომიკა I-ის (ფისკალური თეორია და პოლიტიკა) კურსებს. დავითს აქვს მაგისტრის ხარისხი მიღებული ეკონომიკაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლიდან (ISET). მას გავლილი აქვს CERGE-EI პროგრამის ფარგლებში (ჩარლზის უნივერსიტეტი, პრაღა) ორგანიზებული ლექტორების მომზადების პროგრამა (Teaching Fellowship Program).
ამასთანავე, დავითი გახლავთ დოქტორანტურის მე-3 კურსის სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, მაკროეკონომიკის მიმართულებით. დავითი მუშაობს ISET-ის კვლევის ინსტიტუტში, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევების ცენტრში უფროს მკვლევარად. მისი კვლევის ინტერესები კი ზრდისა და განვითარების ეკონომიკას; ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებას; ფინანსური, სავალუტო და საბანკო კრიზისების შესწავლას; მონეტარული და ფისკალური პოლიტის ეფექტიანობის შეფასებას უკავშირდება.