
გია ჯღარკავა - მოწვეული სპეციალისტი - უძღვება ელექტრონული ჯანდაცვის მართვის სისტემების კურსს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი (MSc) სამედიცინო ინფორმატიკაში ამსტერდამის უნივერსიტეტის აკადემიური სამედიცინო ცენტრის მიერ გაცემული (University of Amsterdam, Academic Medical Center: www.uva.nl , www.amc.nl, 2013 წელი). აგრეთვე აქვს მიღებული სამედიცინო განათლება, თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან (2004 წელი). აქვს სამედიცინო ტექნოლგიების, პროექტების მართვის, სამედიცინო და IT ანალიტიკისა და IT მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საქართველოს წამყვან IT და სამედიცინო ორგანიზაციებში, ასევე ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში.