
დარინა ხუბაევი - მოწვეული სპეციალისტი, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკისა და მართვის სკოლაში. უძღვება სასტუმროს მენეჯმენტის პროგრამას. მას აქვს მაგისტრის ხარისხი (MBA) ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით. სასტუმროს ინდუსტრიაში აქვს შვიდ წლიანი სამუშაო გამოცდილება, ბოლო ხუთი წელი წარმატებით უძღვება სასტუმროსა და სასტუმროთა ქსელების მენეჯმენტს. აქვს გამოცდილება ტრენინგებისა და ლექციების მიმართულებით სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კოლეჯში. მისი კურსი დამყარებულია პრაქტიკულ მაგალითებზე და გამოცდილებაზე .