
ნინო გერზმავა - მოწვეული სპეციალისტი, უძღვება ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი (Executive MBA) მიღებული ბიზნეს ადმინისტრირებაში Grenoble School of Management - დან დამედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიღებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. აქვს მრავალწლიანი გამოცდილება მსხვილი საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიის მართვის, უძღვება საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამედიცინო საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ჯანდაცვის პროექტების მართვის კურსებს კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის ფაკულტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.