
მაკა დანელია - მოწვეული სპეციალისტი - უძღვება ადამიანის სხეულის აგებულების და ტერმინოლოგიის კურსს. მას აქვს მაგისტრის ხარისხი (MSc) მიღებული University of Liverpool, Faculty of Humanities and Social Sciences-დან, მკურნალი ექიმის და მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან. მას აქვს კლინიკური მედიცინის და ჯანდაცვის მართვის საკითხებში პრაქტიკული მუშაობის, კონსულტირების, ზრდასრულთა ტრენინგების შექმნისა და ჩატარების მრავალწლიანი გამოცდილება.