
ანა დაბრუნდაშვილი - მოწვეული ლექტორი - უძღვება მონაცემთა ჟურნალისტიკის კურსს. ანას აქვს
მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობების განხრით ტალინის უნივერსიტეტიდან და
ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკის განხრით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. ამჟამად
ის არის გაეროს განვითარების პროგრამის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის პროექტის
მენჯერი. წლების განმავლობაში ანა მუშაობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში”
მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანას აქვს ღია მონაცემებთან მუშაობის, ასევე
ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ჩატარების რამდენიმეწლიანი გამოცდილება