ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

 

 

კვირიკაშვილი თეო
ასისტენტი
მაგისტრი

სამართლის სკოლა

განათლება  
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული - საბაკალავრო - 09/21/2009 - 07/31/2013
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - იურიდიული - სამაგისტრო - 10/01/2013 - 07/31/2015
პუბლიკაციები  
მედ-არბი/არბ-მედი და მისი განვითარების პერსპექტივები საქართველოში - 2014
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებასთან მიმართებით - 2016
სასამართლოს ჩარევის ფარგლები უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისას - 2017
კონფერენციები  
ურთიერთმიმართება თერაპიასა და აღმდგენით მართლმსაჯულებას შორის - 24-10-2014
მოქალაქეებსა და პოლიტიკას შორის კავშირი - 05-07-2017
გერმანულ-სომხურ-ქართული აკადემიური ვორქშოფი აკადემიურ წერასა და ადამიანის უფლებებში - 24-07-2017
გერმანულ-სომხურ-ქართული აკადემიური ვორქშოფი აკადემიურ წერასა და ადამიანის უფლებებში - 14-10-2017
საოჯახო მედიაცია - 27-11-2017
‘’Understanding Europe’’ - 19-04-2018

თეო კვირიკაშვილმა იურიდიული განათლება 2009-2013 წლებში ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. 2015 წელს კი ამავე
უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. ამჟამად თეო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქრორანტია. 2017-2018 წლებში სადოქტორო
თემის კვლევის მიზნით გახლდათ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტისა
და მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო კერძო სამართლის
ინტიტუტის მიწვეული მკვლევარი გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD)
ფარგლებში. 2013 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს მრავალ ეროვნულ თუ
საერთაშორისო კონფერენციაში, სემინარსა და ვორქშოფში. 2016 წლიდან არის საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2015 წლიდან არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის
დამფუძნებელი წევრი. 2018 წლის ივნისიდან ამავე ასოცოაციის გამგეობის წევრი.
გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო სტატია კომერციული სამართლის
მიმართულებით. 2013-2015 წლებში მუშაობდა იურისტად საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატაში. 2016 წელს ეწეოდა დამოუკიდებელ საადვოკატო საქმიანობას. 2017
წლის მაისიდან მუშაობს იურისტად იურიდიულ კომპანიში ‘’ჯეი ენდ თი ქონსალთინგი’’,
ხოლო 2018 წლის მაისიდან ამავე კომპანიაში - უფროს იურისტად. 2017 წლის გაზაფხულის
სემესტრში გახლდათ მიწვეული ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
ბიზნეს-სამართლის მიმართულებით, 2017-2018 აკადემიური წლის განმავლობაში კი
დაკავებული ჰქონდა ასისტენტის აკადემიური პოზიცია კერძო სამართლის მიმართულებით.






ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge, ug@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი