ალექსანდრე ქათამაძე - მოწვეული ლექტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლაში. უძღვება მენეჯმენტის კურსს. აქვს ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში, ფინანსების სპეციალობით, საქართველოს უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხი, ბიზნესის ადმინისტრირებაში, ასევე, საქართველოს უნივერსიტეტიდან. გავლილი აქვს დამატებითი ტრენინგები: პერსონალის მართვის, ბიზნეს ანალიზის, პროექტის მართვის, აგრო და ბიზნეს დაფინანსების მიმართულებით. აქვს საბანკო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, უმეტესად მენეჯერულ პოზიციაზე.