
ვახტანგ კოპალეიშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. უძღვება მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს. დაამთავრა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. აქვს ბრენდ მენეჯმენტის, მარკეტინგის, სტრატეგიული დაგეგმარების და ფინანსური ანალიზის საკითხებში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება. უმუშავია სხვადასხვა ბიზნეს სექტორში, მოდის საცალო ვაჭრობის კუთხით რეგიონალური მაშტაბით (კავკასია, ცენტრალური აზია, აღმოსავლეთ ევროპა) ისეთ საერთაშორისო ბრენდებზე უმუშავია როგორიცაა GAP, Zara, Massimo Dutti, Mango და სხვა 40-მდე საერთაშორისო ბრენდი. ამჟამად მუშაობს ალკოჰოლურ ბიზნესში და აქვს სხვადასხვა პრემიუმ და სუპერ პრემიუმ ბრენდებზე მუშაობის გამოცდილება: Hennessy, Glenmorangie, Moet Chandon, Dom Perignon, Jameson, Chivas Regal და ა.შ. კვალიფიკაციის ასამაღლებლად გავლილი აქვს სემინარები საფრანგეთსა და შოტლანდიაში.