Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


5 February 2021
პიართონი - სტრატეგიული კომუნიკაციის ახალი არქიტექტორები

პიართონი - სტრატეგიული კომუნიკაციის ახალი არქიტექტორები

თარიღი: 19 მარტი 10:31am – 20 მარტი 18pm

19-20 მარტს საქართველოს უნივერიტეტისა და საკონსულტაციო სააგენტო GEPRA-ს ორგანიზებით პირველად საქართველოში ტარდება პიართონი.

პიართონის მიზანია მიზანია მონაწილეებმა შექმნან საკომუნიკაციო კამპანია სოციალური მედიისთვის საჭირო ტექნიკების გამოყენებით.

დავალების შესასრულებლად მონაწილე გუნდებს ექნებათ 24 საათი.

პიართონის მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას და საკუთარ თავს გამოცდიან სტრატეგიული კომუნიკაციების ყველაზე პოპულარული მიმართულებით.

ვის შეუძლია პიართონში მონაწილეობა?

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტის შემდეგი პროგრამის სტუდენტებს:

- სტრატეგიული კომუნიკაციები;

- ჟურნალისტიკა;

- ბიზნესის ადმინისტრირება.

 

პიართონზე რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დარეგისტრირებულებისთვის გაიმართება ონლაინ ლექციების ციკლი, რისი მეშვეობითაც მონაწილეები კამპანიის შექმნისთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებენ.

ლექციებს ჩაატარებენ:

დათო საბეკია - სოციალური მედია ტრენდები

ანა ქაბზინიძე - ბრენდინგი

სალომე მეცხვარიშვილი - ქონთენთ მარკეტინგი

კოტე იანტბელიძე - კრეატიული აზროვნება

ალექსანდრე გაბუნია - ვიზუალური კომუნიკაცია

ნათია კალაძე - გუნდური მუშაობა

ინფორმაცია დაგეგმილი აქტივობების შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის, ჯეპრას და ნიკო ნიკოლაძის პრემიის ვებგვერდებზე განახლდება.

 

როგორ მივიღო მონაწილეობა პიართონში?

პიართონში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 25 თებერვლამდე შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა

იხილეთ აპლიკაციის ფორმა

https://cutt.ly/9ksaVwS

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 2021 წლის 25 თებერვალი, 23:59 საათი

რა ფორმატით და სად ჩატარდება პიართონი?

პიართონი ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტში.

შერჩეული კანდიდატები პიართონის პირველ დღეს, 19 მარტს, ფორმირდებიან გუნდებად. გუნდში წევრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4-ს.

გუნდი მიიღებს მთავარი პრიზს

ნიკო ნიკოლაძის პრემიას

I ადგილი – 1200 ლარი

II ადგილი – 800 ლარი

III ადგილი– 500 ლარი

დამატებითი პრიზი

კომპანია „არდის“ პრიზი

სადაზღვევო კომპანია „არდი“ I ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ჯანმრთელობის ერთწლიან სადაზღვევო პაკეტ „ვიტამინებს“ გადასცემს.

პიართონის განრიგი:

პიართონი სტარტს 19 მარტს, პარასკევს, 10:30 საათზე, აიღებს და 20 მარტს დასრულდება. პიართონის მონაწილეები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ საკომუნიკაციო კამპანიაზე.

ამ პროცესში მათ მენტორობას საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორი ნათია ღლონტი გაუწევს.

პროექტის პარტნიორები

საქართველოს უნივერსიტეტი

საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“

სადაზღვევო კომპანია „არდი“






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia