Latest NEWS
საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკის მეცნიერებების პროგრამების ფარგლებში სტუდენტური სამუშაო ჯგუფები
პოლიტიკური სისტემისა და პოლიტ-ეკონომიის კვლევის სამუშაო ჯგუფი
საკვლევი თემები (დასარეგისტრირებლად):
1) ეკონომიკის ლიბერალიზაცია და თუ შენიღბული ეკონომიკური კონტროლი - საქართველოს ქეისი
2) პარტიული "თავკომბალიზმი" - ლოკალურ/რეგიონული პარტიული სტრუქტურის არარსებობა როგორც ქართული პოლიტიკური კულტურის (სისტემის) განმსაზღვრელი ნიშანთისება.
მონაწილეობის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ლინკზე > https://docs.google.com/forms/d/1XZFIjH1ZPFVjdzmBkTPS6VGze4vKXsSFE6IuEPU4db0/edit
პერმანენტული სამუშაო ჯგუფების ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ კარგი საშუალება მათი ინეტერესების შესაბამისად ჩაერთონ ერთობლივი კვლევის პროცესში, რომლის ფარგლებში ისინი პრაქტიკაში ხვეწავენ აკადემიური კვლევისა და ანალიზის მეთოდებს და ინტერაქციულ, კოლაბორაციულ ფორმატში ქმნიან კონკრეტულ პროდუქტს, რომელიც პუბლიკაციის სახით (კვლევა, მოხსენება, სტატია) გამოქვეყნდება ან წარდგენილი იქნება აკადემიური ღონისძიების შესაბამის ფორმატში. სამუშაო ჯგუფებს ჰყავთ გამოყოფილი მენტორები, რომლებიც ზოგად მიმართულებას და კოორდინაციას უწევს მიმდინარე მუშაობას და პერიოდულ რჩევას და შინაარსობრივ დახმარებას უწევს ჯგუფის წევრებს.
განცხადების რეგისტრაციის გამოცხადება (დედლაინი): 15 - 28 თებერვალი
სტუდბის ჯგუფებში (გა)დალაგება (პირველი რეგისტრაციის პრინციპი): 1-10 მარტი
სამუშაო ჯგუფების გაცნობითი შეხვედრა ჩვენთან: 11-14 მარტი
სამუშაო ჯგუფების მუშაობის დაწყება: 15 მარტი
სამუშაო ჯგუფების მუშაობის პირველადი მოხსენება: 15 მაისი
სამუშაო ჯგუფების მუსაობის საბოლოო შედეგი: 15 ივლისი