Scroll down

explore more

Latest NEWS

SHARE ON


13 July 2026
პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე

8 ივლისს UGSPN-მა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: „პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკა და მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაზე.“

 

დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა პრეზიდენტ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და პრიორიტეტები, ასევე მათი მნიშვნელობა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური, უსაფრთხოების და ეკონომიკური დინამიკისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონში შეერთებული შტატების მზარდ როლს, მათ შორის, ვაშინგტონის ჩართულობას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში და „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP) სტრატეგიულ მნიშვნელობას.

 

დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, მათ შორის, უსაფრთხოების გარემოს, ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და სატრანზიტო პოტენციალის კონტექსტში. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ აისახება შეერთებული შტატების მზარდი ჩართულობა რეგიონულ უსაფრთხოებაზე და სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე.

 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

 

გიორგი ლაბაძე – ქართულ-ამერიკული თავისუფლების ალიანსის დამფუძნებელი;

 

გიორგი ბადრიძე – GFSIS-ის უფროსი მკვლევარი;

 

დისკუსიას უძღვებოდა:

 

შალვა ძებისაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.

 

მადლობას ვუხდით მომხსენებლებს, მოდერატორსა და დამსწრე აუდიტორიას აქტიური ჩართულობისთვის






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia