Scroll down

explore more

Latest NEWS

SHARE ON


15 June 2026
სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და სტრატეგიული გავლენა რეგიონზე

15 ივნისს UGSPN-მა გამართა საჯარო დისკუსია თემაზე: „სომხეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები და სტრატეგიული გავლენა რეგიონზე.“

დისკუსიის ფარგლებში განხილული იქნა სომხეთის შიდა პოლიტიკური დინამიკა არჩევნების შემდეგ, მათ შორის, პოლიტიკური ძალების განლაგება და ახალი პოლიტიკური რეალობის გავლენა ქვეყნის შიდა პროცესებზე. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პერსპექტივებს, რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსის შესაძლო ცვლილებებს. მონაწილეებმა განიხილეს საქართველოსთვის არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები, მათ შორის, რეგიონული სტაბილურობის, სატრანზიტო კავშირების, უსაფრთხოების გარემოსა და სამხრეთ კავკასიის პოტენციური გეოპოლიტიკური გადალაგების თვალსაზრისით.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

გიორგი მჭედლიშვილი – ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

გიორგი ტუმასიანი –  ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წევრი;

დისკუსიას უძღვებოდა:

შალვა ძებისაშვილი – საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი

მადლობას ვუხდით მომხსენებლებს, მოდერატორსა და დამსწრე აუდიტორიას აქტიური ჩართულობისთვის.






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia