Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


12 July 2021
Student conference "Politics, world, future."
სტუდენტური კონფერენცია “პოლიტიკა, მსოფლიო, მომავალი“
2021 წლის 12 ივლისს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია “პოლიტიკა, მსოფლიო, მომავალი“. კონფერენციის მიზანია, პოლიტიკის სფეროში როგორც პრობლემური ასევე, პოზიტიური პროცესების ანალიზი, მათი გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება და მომავლის პრიზმაში გლობალური/ლოკალური პერსპექტივების შესახებ არსებული ცოდნის ურთიერთგაზიარება. როდესაც ვსაუბრობთ დაპირისპირებული მხარეების ქმედებებზე, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს მესამე მხარის დასკვნები კონკრეტული პროცესის სამართლიანობის ან მორალურ-ზნეობრივი შეფასების შესახებ? როდესაც საქმე ეხბა ეროვნულ ინტერესებს, რამდენად არის დასაშვები სხვა აქტორების ინტერესების გათვალისწინება?
თანამედროვე, გლობალიზებულ და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, თანამშრომლობის ჩარჩოები მკვეთრად განსხვავდება ორი ქვეყნის ურთიერთობების კლასიკური გაგებისაგან. თანამშრომლობა (თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტექნოლოგიების, მედიცინის და ა.შ) დღევანდელი სტანდარტით არის როგორც ორმხრივი ასევე, მრავალმხრივი საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგის განმსაზღვრელი სფეროები. ამასთსანავე გაიზარდა გავლენების ცენტრების და სუბიექტების რაოდენობაც, რომლებმაც ანგარიშგასაწევი პოზიციები დაიკავეს საერთაშორისო პოლიტიკის ფორმირებაში.
საერთაშორისო ურთიერთობების სისტემის ნებისმიერ ძირითად თუ მეორეხარისხოვან აქტორს გააჩნია საკუთარი ხედვები მომავლის, პოლიტიკის და მსოფლიოს შესახებ. მათი ხედვები უფრო მეტად კონტრავერსიულია ვიდრე პარტნიორული. ამის მიუხედავად არსებობს საკითხები რაზეც ტრადიციული იდეოლოგიური მტრებიც კი შესაბამისად აფასებენ პარტნიოორული ურთიერთობების რეალურ უპირატესობებს და თანამშრომლობენ ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიც არის: საერთაშორისო ტრეფიკინგი; ბირთვული გაუვრცელებლობა; კოსმოსის ათვისება; პანდემიები, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ.

ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ისეთი საკითხების და სფეროების იდენტიფიცირება სადაც არსებობს როგორც, მრავალმხრივი კონსენსუსის უზრუნველყოფის შესაძლებლობები ასევე, გავაანალიზოთ ის ფაქტორები რომლებიც წარმოადგენენ დაბრკოლებას ამ მიზნის მიღწევაში. რამდენად ვართ მზად რეალური პოლიტიკა შევუსაბამოთ ისეთ ღირებულებით კატეგორიებს, როგორიც არის სამართლიანობა და win-win შესაძლებლობები?





OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia