Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


15 July 2025
YANMAR პროექტი – ინტენსიური პრაქტიკული მოდული სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით

სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტებმა წარმატებით მიიღეს მონაწილეობა EdCom-ის (European Institute for Commercial Communications Education) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში Intercultural Communication and Project Management. პროექტი ჩატარდა იზმირში, Yaşar University-ში და მასში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. გუნდებთან ერთად იმუშავეს რეალურ კლიენტთან (Doktar Technologies) და შეასრულეს შემდეგი პრაქტიკული ამოცანები

·                კლიენტის მიერ მიწოდებული ბრიფის ფარგლებში კვლევის დაგეგმვა

·                სიტუაციური ანალიზის მომზადება

·                საკომუნიკაციო და სარეკლამო კამპანიის შემუშავება

სტუდენტებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა გუნდურ მუშაობაში, გამოიყენეს თავიანთი კვლევითი, ანალიტიკური და კრეატიული უნარები, რის შედეგადაც შეიმუშავეს სრულფასოვანი საკომუნიკაციო სტრატეგია. პროექტმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სტუდენტთა ინტერკულტურული თანამშრომლობის, პროფესიული კომუნიკაციისა და კრეატიული პროექტების მართვის პრაქტიკული უნარების გაღრმავებას

 

YANMAR პროექტიინტენსიური პრაქტიკული მოდული სტრატეგიული კომუნიკაციის მიმართულებით 

სტრატეგიული კომუნიკაციების პროგრამის სტუდენტები წარმატებით მონაწილეობდნენ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში, რომელიც ჩატარდა იზმირში, Yaşar University-ში (თურქეთი) და იყო ორგანიზებული მრავალმხრივი აკადემიური პარტნიორობის ფარგლებში. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისთვის სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში პრაქტიკული უნარების განვითარება კლიენტზე ორიენტირებული კვლევისა და კრეატიული კამპანიის დაგეგმვის გზით

პროექტის პირველ ეტაპზე სტუდენტებს ჩაუტარდათ ინტენსიური მასტერკლასები სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით, რის შემდეგაც გადაინაცვლეს პრაქტიკულ ეტაპზერეალური კომუნიკაციური დავალების შესრულებაზე. მონაწილეებმა იმუშავეს იაპონური აგრომეწარმეობის ბრენდისYANMAR-ის მიერ მიწოდებულ ბრიფზე და შეიმუშავეს ბრენდის პოზიციონირების სტრატეგია ბაზრის ანალიზის საფუძველზე. საბოლოოდ, სტუდენტებმა შექმნეს სრულფასოვანი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც მოიცავდა სტრატეგიულ ხედვას, მედია გეგმას და შესაბამის კრეატიულ მასალებს

პროექტში მონაწილეობდნენ სტუდენტები თურქეთიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ქართველი სტუდენტები მუშაობდნენ საერთაშორისო გუნდებში და უშუალოდ თანამშრომლობდნენ კლიენტის წარმომადგენლებთან. პროექტის დასასრულს, პროფესიონალთა ჟიურისა და YANMAR-ის მენეჯმენტის მიერ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ წარმოდგენილი კამპანია დასახელდა საუკეთესო პროექტად, რომლის რეალიზაციას ბრენდი რეალურად განიხილავს

აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს სტუდენტთა ინტერკულტურული თანამშრომლობის, კომუნიკაციის, სტრატეგიული ანალიზისა და კრეატიული აზროვნების პრაქტიკული უნარების გაღრმავებას, ასევე განაპირობებს მათ პროფესიულ ინტეგრაციას გლობალურ საკომუნიკაციო სივრცეში.






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia