Scroll down

explore more

Admission requirements for bachelor`s programs

programs

საქართველოს უნივერსიტეტში საბაკალავრო სწავლების პირველკურსელთა 2025-2026 სასწავლო წელზე ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის დადგენის შესახებ

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (საბაკალავრო პროგრამებზე) სტუდენტთა ჩარიცხვის მიზნით ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაცია - 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით;
  • მეორე ეტაპი - კონტრაქტის გაფორმება და დედნების წარმოდგენა - 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით.

პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტი ვალდებულია ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: (დოკუმენტების ატვირთვა მოხდება ლინკზე, რომელიც განთავსდება საიტზე რეგისტრაციის პროცესის დაწყებამდე)

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (JPG ფორმატში);
  • ატესტატი ან ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (JPG ფორმატში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისშემთხვევაში) (JPG ფორმატში);
  • თუ სტუდენტი არ არის სრულწლოვანი, მინდობილობა ან დაბადების მოწმობა;
  • სწავლის საფასურის მეათედი ნაწილის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. დაფინანსების შემთხვევაში - დაფინანსების შესახებ ოიციალური წერილის ასლი ან ცნობა;
  • ფოტოსურათი (3X4) ან ლინკზე განთავსებული კამერით გადაღებული ფოტო.

მეორე ეტაპზე, ადინისტრაციული რეგისტრაციის გასავლელად, 10 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით, სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს:

  • პირადობის ან პასპორტის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი;
  • სკოლის ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ვაჟების შემთხვევაში);
  • წარმომადგენლის ან მინდობილი პირის შემთხვევაში წარმოადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან დაბადების მოწმობა.
  • გააფორმოს ხელშეკრულება.

2. ადმინისტრაციული რეგისტრაციის მეორე ეტაპი განხორციელდეს, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: კოსტავას ქ. 77, მეოთხე სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სერვისების სამსახური.

გისურვებთ წარმატებებს !






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia