announcement
28 მაისს, საქართველოს უნივერსიტეტის თელავში მდებარე კახეთის რეგიონული ოფისი ღია კარის დღეზე გიწვევთ, სადაც თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებსა და ყველაფერ იმაზე, რასაც საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ.
ასევე, გექნებათ უნიკალური შესაძლებლობა დისტანციურად გაესაუბროთ პროგრამის ხელმძღვანელებს, ლექტორებს, კურსდამთავრებულებს და უშუალოდ მათგან მიიღოთ უტყუარი ინფორმაცია.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაეცნობით იმ განსაკუთრებულ ფინანსურ შემოთავაზებას, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი 2018 წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს სთავაზობს.
თარიღი: 28.05.2018
დრო: 12:00-18:00 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი, ქალაქი თელავი, სააკაძის მოედანი N2