announcement
2018 წლის 26 იანვარს საქართველოს უნივერსიტეტში (თბილისი, კოსტავას ქ.#77ა) ჩატარდება პროფესორ თამაზ ბერაძის ხსოვნისა და 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „საქართველო, კავკასია და ახლო აღმოსავლეთი“. კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა.
კონფერენციის თემატიკა საკმაოდ ფართოა და ეძღვნება საქართველოს, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ისტორიის, სოციალურ-პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ა.შ. აქტუალური საკითხების წარმოჩენას. კონფერენციის შესავალი ნაწილი დაეთმობა პროფესორ თამაზ ბერაძის ბიოგრაფიასა და მოღვაწეობას. საქართველოს უნივესიტეტი გამოთქვამს იმედს, რომ პროფესორ თამაზ ბერაძის კოლეგები, სტუდენტები, აღზრდილები, მეგობრები და ყველა, ვისთვისაც ძვირფასია მისი ხსოვნა, მიიღებენ მონაწილეობას ზემოაღნიშნულ კონფერენციაში.
კონფერენციაში მონაწილეთა რეგისტრაცია და თეზისების გაგზავნა შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.
სარეგისტრაციო გადასახადი: 15 ლარი ( ეს თანხა გამიზნულია თეზისების დაბეჭვდისა და „ლანჩისათვის“). გთხოვთ, იხილოთ საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება: შ.პ.ს "საქართველოს უნივერსიტეტი"
ს/კ: 205037137
მიმღები ბანკი: სს "ბაზისბანკი"
ბანკის კოდი: CBASGE22
ა/ა: GE20BS0000000022036069
გადახდის დანიშნულება: ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის კონფერენცია.
კონფერენციის ფორმატი:
სამუშაო ენა: ქართული;
მოხსენება: 15 წუთი;
დისკუსია: 5 წუთი.
თეზისების გაფორმების წესი:
შრიფტი: Sylfaen;
ზომა: 12 pt;
ინტერვალი:1,5;
მოცულობა: არაუმეტეს 300 სიტყვისა.
გთხოვთ, თეზისები გამოაგზავნოთ 2018 წლის 15 იანვრის ჩათვლით.