announcement
მანანა სანაძის `ბებოს ზღაპრები~ გამოიცემა სამ სერიად, საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ. თითო სერიაში 5 ზღაპარია. `ბებოს ზღაპრები~ პატარა მკითხველს სთავაზობს უამრავ საინტერესო თავგადასავალს პომიდორასთან, ფორთოხალასთან, მსხალასთან, კვახუნასთან, კარტოფილასთან და სხვა ხილ-ბოსტნეულის ბავშვებთან ერთად. _ ხილბოსტნეულის ბავშვები განა არსებობენ? _ ალბათ, დაეჭვებით იკითხავთ თქვენ. წაიკითხეთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ არათუ არსებობენ, არამედ თქვენსავით თამაშობენ, უყვართ, მეგობრობენ, მეცადინეობენ, უხარიათ, მშობლებს უჯერებენ... ან არ უჯერებენ...
პირველ წიგნში პატარა მკითხველი გაეცნობა თუ რა ძვირად დაუჯდა პომიდორას საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და გადასასვლელზე უყურადღებობა; როგორ გახდა პატარა მსხალა სახელგანთქმული მუსიკოსი; როგორ დაძლია ღორმუცელა ფორთოხალამ ტორტის ერთიანად შესანსვლის ცდუნებას და ტორტი ხელუხლებლად შეუნახა მეგობრებს; როგორ გაატარა თავისი არდადაგები პატარა კვახუნამ ბებია კვახასთან სოფელ კიტროვანში; როგორ დაიხსნეს კარტოფილამ, ფორთოხალამ, ხახვამ და სხვებმა დელფინები ბოროტი შავხელას ტყვეობიდან.
წაიკითხეთ და ისიამოვნეთ!
31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით წიგნის შეძენას შეძლებთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე. საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობის დახლთან.
მისამართი: ექსპო ჯორგია, წერეთლის გამზ. 118. 11 პავილიონი.