announcement
ძვირფასო აბიტურიენტებო!
6 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე, ქალაქ ქუთაისში, სადაც თქვენ შეძლებთ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო თემებზე, პირისპირ გაესაუბროთ სამართლის სკოლის დირექტორს (დეკანს), ანა ხურციძეს, გაიცნობთ უნივერსიტეტის ქუთაისის რეგიონული ოფისის წარმომადგენელს და შეიტყობთ იმ შესაძლებლობებზე, რასაც ის გთავაზობთ, როგორც აბიტურიენტებს.
თქვენ გაიგებთ უნივერსიტეტის პროგრამების, სპეციალური შეთავაზებების, სტუდენტური ცხოვრებისა და ყველა იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საქართველოს უნივერსიტეტში დაგხვდებათ. ამასთან, შეხვედრაზე გადმოგეცემათ განსაკუთრებული საჩუქრები.
ღია კარის დღე ჩატარდება რეგულაციების სრული დაცვით, დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია: https://docs.google.com/forms/d/1pJNl6gFVik6WHhLtDV8-4N6creG5yMnD0OCEDGYQeiU/edit?fbclid=IwAR1gC1aQAV6gIuSFXmZNosJLO3WmDeTCSZxPHuQ5xK6XTJeQGItUYdfnlDU
დრო: 6 დეკემბერი, 14:00 სთ
ადგილი: ქ. ქუთაისი, თამარ მეფის 11, "ლილესთან"