announcement
ძვირფასო აბიტურიენტებო,
ამჯერად რუსთავში, ჩვენ მოვდივართ თქვენთან.
22 დეკემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე, ქალაქ რუსთავში. თქვენ შეძლებთ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს უნივერსიტეტის შესახებ, პირადად შეხვდეთ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორს (დეკანს), თინათინ ღუდუაშაურს.
დეტალურად გაიგებთ უნივერსიტეტის სპეციალური შეთავაზებების, სტუდენტური ცხოვრების და ყველა იმ რესურსის შესახებ, რაც საქართველოს უნივერსიტეტში დაგვხდებათ.
შეხვედრაზე გადმოგეცემათ საჩუქრები.
ღია კარის დღე ჩატარდება რეგულაციების სრული დაცვით, დასწრების მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია:
https://docs.google.com/forms/d/1itCaTBlPPQ3HG42n4_1ryiQ0IIIraZi8f1kENoQhdJI/edit?fbclid=IwAR2REa7Mgaqu_bvGFPtiNfK6WNjnu_wBgFnUDDQIrMJ9CKuAuvkgOaBALCE
დრო: 22 დეკემბერი, 16:00 სთ
ადგილი: ქალაქი რუსთავი, აღმაშენებლის 89, "რუსთავი მოლი", "Recreation/ რეკრეაცია"