Scroll down

explore more

The University of Georgia

announcement

Online Workshop "Mediation and Artificial Intelligence: Legal Skills in a Changing World"
25 August 2025

ცვალებადი სამყარო და ახალი ტექნოლოგიური მიღწევები ყოველდღიურად ცვლის უამრავი პროფესიის ალგორითმს, როგორ უნდა ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს დარგში, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტია?!

საქართველოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ონლაინ ვორქშოფს – „მედიაცია და ხელოვნური ინტელექტი: იურისტის უნარები ცვალებად სამყაროში“.

ვორქშოფი ჩატარდება 2025 წლის 5 სექტემბერს, 12:00-17:00 საათზე, ზუმში, წინასწარი რეგისტრაციით, ვორქშოფის მონაწილეებისთვის გაიცემა სერტიფიკატი.

ვორქშოფის მიზანია მონაწილეებს გადასცეს როგორც პრაქტიკული მედიაციის უნარები, ასევე თანამედროვე სამართლებრივი ცოდნა ხელოვნური ინტელექტის და ევროკავშირის რეგულაციების გავლენაზე.

მონაწილეები გაეცნობიან მედიაციის არსს და პრაქტიკულ ინსტრუმენტებს კონფლიქტების რეალური გადაჭრისთვის – მოლაპარაკებების ტექნიკას, რეფრეიმინგს, აქტიურ მოსმენას, ეთიკური ნორმების დაცვას და ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას.

ვორქშოფზე განიხილება სამართლის მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხი, სადაც მონაწილეები ისწავლიან, როგორ ცვლის AI იურიდიულ პროცესებს, რას გულისხმობს ევროკავშირის AI აქტი და რა სამართლებრივი და ეთიკური გამოწვევები ახლავს ციფრულ ტექნოლოგიებს.

ვორქშოფს გაუძღვება ნატა სტურუა, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნეს სამართლის პროგრამის ხელმძღვანელი, მედიატორი და სამართლის ტრენერი, ასევე სამართლის ექსპერტი ავსტრიის IT:U – ინტერდისციპლინარული ტრანსფორმაციის უნივერსიტეტში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი პირველი სრულად დიჯიტალიზაციასა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე ორიენტირებული საჯარო უნივერსიტეტია.

ვორქშოფი განსაკუთრებით საინტერესოა:

· სამართლის ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის

· ბაკალავრის კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც გეგმავენ მაგისტრატურის გაგრძელებას სამართლის ან ინტერდისციპლინარულ სფეროში

· ყველა იმ პირისთვის, ვისაც აინტერესებს სამართლებრივი ინოვაციები, მედიაცია და AI-ის გავლენა იურიდიულ პრაქტიკაში

ვორქშოფის სამუშაო ენა იქნება ინგლისური, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მსურველების რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: https://forms.gle/N4FZW8mCv2JVQbsQ9

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia