Scroll down

explore more

announcement

საქართველოს უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების და AI ჰაკათონი

1 May 2026

საქართველოს უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების და AI ჰაკათონს იწყებს. პროექტი მიზნად ისახავს AI-ზე დაფუძნებული კიბერუსაფრთხოების ინსტრუმენტების აღმოჩენისა და განვითარებისთვის ინოვაციური პლატფორმის შექმნას.

დღეს კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და სტრატეგიული მიმართულებებია მსოფლიოში. ახალი AI-ინსტრუმენტების, მათ შორის თანამედროვე კოდის გენერაციის პლატფორმების გავრცელებამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ინოვაციების ტემპი.

ჰაკათონი აერთიანებს სტუდენტებს, ახალგაზრდა დეველოპერებს, მკვლევრებსა და ტექნოლოგიურ ენთუზიასტებს, რომლებიც წარმოადგენენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ კიბერუსაფრთხოების პროდუქტებსა და პროტოტიპებს. ღონისძიების მთავარი მიზანია ინოვაციური იდეების აღმოჩენა, მათი რეალურ პროდუქტებად ქცევის ხელშეწყობა და აკადემიურ სივრცესა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება.

ღონისძიება სამ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე გამოცხადებულია განაცხადების მიღება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები აღწერენ საკუთარ ინსტრუმენტებს, მათ ფუნქციონალსა და კიბერუსაფრთხოების სფეროში მნიშვნელობას. განაცხადებიდან შერჩევის შედეგად გამოვლინდება ტოპ 20 პროექტი, რომლებიც ჰაკათონის ფინალურ ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას.

ფინალური ეტაპი 8 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართება და მოიცავს პროექტების გამოფენას, პრეზენტაციებსა და დაჯილდოების ცერემონიას.

ფინალის დღეს, გამოფენაზე მონაწილეები სპეციალურად მოწყობილ სივრცეში საკუთარი ინსტრუმენტების დემონსტრირებას მოახდენენ. დღის მეორე ნახევარში გაიმართება ფინალისტი გუნდების პრეზენტაციები - თითოეულ პროექტს წარდგენისთვის ექნება 15 წუთი, რასაც ჟიურის კითხვები და დისკუსია მოჰყვება. დღის ბოლოს გამოვლინდებიან გამარჯვებულები და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია.

ჰაკათონის ფარგლებში გამოვლინდება სამი ძირითადი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელს დააჯილდოებს საქართველოს უნივერსიტეტი, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს - პარტნიორი კომპანიები. დამატებით, ღონისძიებაში ჩართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ გამოავლინონ საკუთარი რჩეული პროექტებიც.

ჰაკათონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ინდუსტრიის აქტიური ჩართულობაა. ღონისძიებაზე მოწვეულნი იქნებიან IT სფეროს წარმომადგენლები, ვენდორები და სისტემური ინტეგრატორები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ ინოვაციურ პროდუქტებს, შეხვდნენ მონაწილეებს და განიხილონ შესაძლო თანამშრომლობა. აღნიშნული ფორმატი ქმნის რეალურ შესაძლებლობას, რომ სტუდენტური და ინოვაციური პროექტები პროფესიულ ეკოსისტემაში ინტეგრირდეს.

AI ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და კიბერუსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, ჰაკათონი განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს. თანამედროვე ციფრულ გარემოში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცა, ხოლო ხელოვნური ინტელექტი ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების კარს ხსნის.

საქართველოს უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოებისა და AI ჰაკათონი სწორედ იმ სივრცეს ქმნის, სადაც ინოვაცია, განათლება და ინდუსტრია ერთმანეთს ხვდება, რათა ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების განვითარებას და ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას.

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia