„კულინარიის და გასტრონომიის სფეროში სწრაფად დასაქმების გზა - „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კულინარიის აკადემია „არს გუსტო“-ზე გადის...“

იუ ჯი კულინარიის აკადემია „არს გუსტო“-ს კულინარები

მზარეულთა პირველი პროფესიული სკოლა XIX საუკუნეში ინგლისში გახსნეს, მას შემდეგ კულინარის სასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა... „საქართველოს უნივერსიტეტში“ კულინარიის აკადემია კი იმ მიზნით დაარსდა, რომ ევროპული განათლების მიღება ჩვენი ქვეყნიდან გაუსვლელად შესაძლებელი გამხდარიყო. ჩვენი კულიანარიის აკადემია „არს გუსტო“, სასწავლებლად იწვევს არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვაგარეთ მცხოვრებ უცხოელ - კულინარიის ხელოვნებით დაინტერესებულ მოყვარულ და გასტრონომიის სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებს.

იუ-ჯი კულინარიის აკადემია „არს გუსტო“-ს მიზანია ქართული კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია აკადემიურ ხარისხში ავიყვანოთ და ამასთან ერთად სტუდენტები მსოფლიო გემოების ხელოვნებას ვაზიაროთ.

რომელ ენებზეა სწავლა შესაძლებელი?

ჩვენი აკადემიის კურსდამთვრებულები სრული აკადემიური, ზოგადი კურსების და მასტერ-კლასების მეშვეობით მსოფლიო კულინარიის ხელოვნებას დაეუფლებიან. „არს გუსტო“ ამიერკავკასიაში ერთადერთი კულინარიული ჰაბია, სადაც კულინარიის ხელოვნების დაუფლება შესაძლებელია: ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

მზარეულის, კონდიტერის, ბეიქერის და რესტორატორის მენეჯმენტის სასერთიფიკატო კურსებზე ჩვენი სტუდენტები: საავტორო სასწავლო პროგრამების, მსოფლიოში წამყვანი კულინარიის უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, აპრობირებული მეთოდოლოგიით, ჰასპის სტანდარტების გათვალისწინებით და საქართველოს განათლების სისტემის მიერ დადგენილი სტანდარტების სრული დაცვით ისწავლიან.

ქართველი და უცხოელი წამყვანი სპეციალისტების: შეფ-მზარეულების, შეფ-კონდიტერების, რესტორატორების, სომელიეების, ბიზნეს-მენეჯერების, ნუტრიციოლოგების, ბარისტების, კულინარ-ვლოგერების, გასტრონომიული კულტურის მკვლევარების მეშვეობით სტუდენტები კულინარიულ უნარებს 1 სასწავლო წლის განმავლობაში გამოიმუშავებენ.

ჩვენი გუნდი სტუდენტების ცოდნის და ზოგადი თვალსაწიერის გაფართოებაზე იზრუნებს; „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კულინარიის აკადემიის ხელმძღვანელობას შემუშვებული აქვს წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული 10 წლიანი სამოქმედო გეგმა; იმის გათვალისწინებით, რომ კულინარიის ხელოვნება სწრაფად განვითარებადი დარგია, ზოგადი კურსები ყოველწლიურად განახლდება;

ჩვენი საზაფხულო სკოლის, ქართველი და უცხოელი კულინარების მასტერ-კლასების მეშვეობით - სტუდენტები ნამდვილ კულინარიულ სამყაროს ეზიარებიან; გაეცნობიან ფერმერულ მეურნეობას და სათბურებიდან თეფშამდე თითოეულ ინგრედიენტს შეიმეცნებენ.

რითი განსხვავდება ჩვენი კულინარიის აკადემია „არს გუსტო“ სხვა სასწავლებლებისგან და რა საერთო აქვს დასავლურ განათლებასთან?

ჩვენი ჭკვიანი კულინარიული სკოლა სრულად აღჭურვილია: თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი უახლესი გასტრონომიული დანადგარებით და ინვენტარით, კომპიუტერული ტექნიკით და სათბურებით, მსოფლიოში წამყვანი სამეცნიერო ლიტერატურით და ელექტროული სასწავლო ბიბლიოთეკით, რაც უწყვეტი ფუნდამენტური სწავლის და განათლების მიღების გარანტიაა. თითოეული მაპროფილებელი სასწავლო პროგრამა რამდენიმე საფეხურიან კურსს მოიცავს; დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაიარონ, როგორც 1 კვირიანი, 1 და 3 თვიანი მოკლე კონკრეტული მიმართულების მასტერ-კლასები, ასევე 6 თვეში დაეუფლონ სამზარეულოს ძირითად საფუძვლებს... 12 თვიანი სრული კურსის დასრულებისთანავე კი, კულინარიულ შრომის ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად სუ-შეფებად ან შეფ-მზარეულებად იქცნენ; სრულიად დამწყებ მოყვარულს, რომელიც ოცნებობს გახდეს ერთ-ერთი მაღალ ანაზღაურებადი, პოპულარული შეფ-მზარეული, შეფ-ბეიქერი, შეფ-კონდიტერი, რესტორატორი ან კულინარიული მკვლევარ-ბლოგერი სრული - 5 საფეხურისგან შემდგარი სასერთიფიკატო ინტენსიური კურსის გავლა მოუწევს.

თითოეულ სტუდენტს დახვდება: ჰასპის სტანდარტების სრული დაცვით დაინსტალირებული თეორიული და პრაქტიკული აუდიტორიები, ინდივიდუალური ინვენტარი, მსხვილი და წვრილი ტექნიკა, სიმულაციური კაფე-რესტორანი და ბარი, ცივი სამაცივრე და შოკ-საყინულე ოთახები, მოსასვენებელი სივრცეები, სამუშაო კიტელები და მაისურები და რაც მთავარი საქართველოში ნომერ პირველი შეფ-კონდიტერები, შეფ მზარეულები და შეფ-ბეიქერები, უცხოელი შეფ-მზარეულ-რესტორატორები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში კულინარიის ხელოვნებას აკადემიურ ხარისხში საფუძვლიანად დაასწავლიან. სტუდენტებს პროფესიონალი ლექტორები ყოველკვირეულად, ყოველთვიურად და კვარტალურად შეაფასებენ, საბოლოოდ მიიღებენ ევროპულ უნივერსიტეტებთან გათანაბრებულ განათლებას და „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კულინარიის აკადემიის სერტიფიკატებს.

ჩვენი სკოლა საქართველოში პირველი სრულყოფილი კულინარიული სასწავლებელია, სადაც ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია მსოფლიო სტანდარტების ევროპული და ამერიკული კულინარიის აკადემიის დონის განათლება მიიღოს; „არს გუსტო“ 2022 წლის 6 ივნისს დაარსდა „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს ხელოვნების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე და შესაბამისად პირველ სტუდენტებს წელს- 12 სექტემბერს მიიღებს.

თითოეული პროგრამა მოიცავს თეორიულ (30 %) და პრაქტიკული მეცადინეობის (70 %) სრულყოფილ სასერტიფიკატო კურსს. სტუდენტები კვირაში 3-4 დღის განმავლობაში პრაქტიკული სამუშაოებთან ერთად, თეორიულ ცოდნასაც მიიღებენ.

სტუდენტები, „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კვების ობიექტებსა და პარტნიორ კომპანიებში დასაქმებამდე - პრაქტიკულ სამუშოებს გაივლიან, გამოიმუშავებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, დაისწავლიან საკვების წარმოების სრულ ციკლს - ნედლეულის არჩევიდან დაწყებული, საავტორო საუცხოო კერძების საბოლოო შექმნამდე.

რატომ „საქართველოს უნივერსიტეტი“-ს კულინარიის აკადემია „არს გუსტო“?

  • თუ თქვენ გადაწყვიტეთ კულინარიულ-გასტონომიულ და ჰორეკა სფეროში მსოფლიო ოქროს სტანდარტებად აღიარებულ განათლებას და სასერტიფიკატო კურსების დამადასტურებელ დიპლომს დაეუფლო, მაშინ „არს გუსტო“-ში შენი ადგილია;
  • გსურთ დაეუფლოთ გემოს ხელოვნებას, კულინარიული კულტურის უნარჩ-ჩვევებს, მოგეცეთ ინოვაციური იდეების განხორციელების და საკუთარი თავში პროფესიული რწმენის განმტკიცების თუ წარმოჩენის საშუალება? მაშინ - „არს გუსტო“ შესანიშნავი არჩევანია;
  • ღამეებს იმაზე ფიქრში ათენებ თუ როგორ გახდე ყველაზე პოპულარული მზარეული, კონდიტერი, კულინარი, რესტორატორი და/ან მაღალანაზაღაურებადი ბლოგერი თუ ყველაზე მოდური ვლოგერი? ჩვენ ამის შესაძლებლობას :საავტორო სატელევიზიო შოუებით, კულინარიული კონკურსებით, დიჯითალ რუბრიკებით და საკუთარი youtube არხით გაძლევთ;
  • თუ კი საკუთარი კაფეტერიის, რესტორნის, ფერმის ან ქარხნის გახსნას აპირებთ, წარმოების ხარისხის ამაღლების და გასტრონომიული თუ კულინარიული ბაზრების მართვის კურსების მეშვეობით, გამოიმუშავებთ ლიდერის და მმაართველის უნარ-ჩვევებს;

სკოლის მენეჯერების, კონსულტანტების, ქართველი და უცხოელი სპეციალისტების მეშვეობით სილაბუსი, სასწავლო პროგრამები და ლიტერატურა დამუშავებულია ქართულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.

სხვადასვა პროფესიული კვალიფიკაციის პროგრამების მოცულობა და ხანგრძლივობა:

მზარეულის ქართულენოვანი და არაქართულენოვანი პროფესიული სტუდენტებისთვის სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 12 სასწავლო თვეს; სრული სასწავლო კურსები რამდენიმე პროგრამისგან შედგება:

კვალიფიკაცია - მზარეული, მზარეულ-რესტორატორი, სუ-შეფ მზარეული და შეფ-მზარული:

  1. პირველი და მეორე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;

  1. მესამე საფეხური - სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;

პროგრამებზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება

  1. მეოთხე და მეხუთე საფეხური სწავლის ხანგრძლივობა 12 თვე, მათ შორის 9 თვე თბილისის კამპუსში, 3 თვე საზაფხულო სკოლასა და პრაქტიკული სამუშაოები კაფეებსა და რესტორნებში; პროგრამის მოცულობა: 48 კრედიტი;







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia