Scroll down

explore more

The University of Georgia

ინტერნეტის შესწავლისა და კვლევების ცენტრი

 

ინტერნეტის შესწავლისა და კვლევის ცენტრი

 

 

ვლადიმერ სვანაძე

ინტერნეტის შესწავლისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი

ვლადიმერ სვანაძე არის გამოჩენილი ქართველი კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის (IDI) დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე. ის ასევე არის საქართველოს კიბერუსაფრთხოების აკადემიის (CSA) დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ამავდროულად, ვლადიმერი არის კიბერ კვლევების გლობალური ფონდის (GFCYBER) უფროსი ანალიტიკოსი. ის არის მოწვეული ლექტორი საქართველოს უნივერსიტეტში და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. მის მიერ საქართველოში პირველად შეიქმნა ახალი სასწავლო მოდული „ინტერნეტ მმართველობა და კიბერდიპლომატია“. მოცემული მიმართულებით კითხულობს ლექციებს „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში“ და საქართველოს უნივერსიტეტში.

ვლადიმერი ჩართული იყო საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2017 2018 და 2021  - 2024 წლების ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების საბოლოო ვერსიის მომზადებაში, ასევე მონაწილეობდა „კანონში ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ცვლილებების შეტანის პროცესსსა და ახალ კანონმდებლობაზე სამუშაო პროცესში. 2014 – 2016 წლებში კიბერუსაფრთხოების საკითხებში იყო კონსულტანტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროში“, რომლის შექმნისა და ჩამოყალიბების პროცესში იღებდა აქტიურ მონაწილეობას.

ვლადიმრი არის საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) "ციფრული ტრანსფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების კომიტეტის" შექმნის ინიციატორი და თავმჯდომარე. ასევე არის კიბერუსაფრთხოების ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალის (IFCS) ინიციატორი და ორგანიზატორი. მისი ინიციატივითა და უშუალო ორგანიზებით 2016 წელს საქართველოში ჩატარდა პირველი ქართული ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (GeoIGF).

ვლადიმერი მიწვეული იყო როგორც ეროვნული ექსპერტი და კონსულტანტი IFES/USAID - ის პროექტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო სისტემის კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და კიბერუსაფრთხოების მდგრადობის შესაფასებლად. რეკომენდაციების თანახმად, შეძენილ იქნა დაახლოებით 3 მილიონი დოლარის საჭირო აღჭურვილობა, ჩატარდა ტრენინგები და სპეციალური სასწავლო კურსები. ის ასევე იყო ეროვნული ექსპერტი USAID - ის სხვა პროექტში საქართველოს ინტერნეტის ინფრასტრუქტურის, ფინანსური და საგანმანათლებლო სექტორების კიბერუსაფრთხოების მდგრადობის შესაფასებლად. რეკომენდაციების მიხედვით, USAID - მა დაგეგმა გარკვეული აქტივობები მოცემული მიმართულებით საქართველოს საფინანსო და განათლების სექტორების მხარდასაჭერად. ვლადიმერი იყო ეროვნული ექსპერტი/კონსულტანტი პროექტში "გადავარჩინოთ ბავშვები" კიბერუსაფრთხოების კუთხით, ჩატარდა ცნობიერების ამაღლების პროცესი რეგიონებისთვის, მომზადდა „ტრენერთა ტრენერები“. პროექტი განხორციელდა ევროკავშირის კომისიის ინიციატივით.

ვლადიმერმა საქართველოში პირველმა სკოლებისთვის შექმნა სასწავლო მოდული კიბერუსაფრთხოებაში, რომელიც დაინერგა სკოლა - ლიცეუმ „აი - ბი მთიებში“. 2019 წლიდან დღემდე არის USAID - ის ექსპერტი. მონაწილეობა აქვს მიღებული ასევე სხვა მრავალ რეგიონალურ თუ საერთაშორისო პროექტებში. 2018 წელს კონსულტანტად კიბერუსადფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის კუთხით მიწვეული იყო ყაზახეთისა და უკრაინის მთავრობების მიერ.

ის არის ICANN - ისა და RIPE NCC - ის სამ - სამგზის სტიპენდიანტი. მისი ინიციატივით შეიქმნა ორგანიზაცია „საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაცია“, სადაც გაერთიანებულნი არიან ქვეყნის წამყვანი ექსპერტები და სპეციალისტები. მისი ინიციატივითა და ორგანიზებით შედგა კიბერუსაფრთხოების პირველი საერთაშორისო ზამთრის ბანაკი და „ციფრული კულტურის სკოლა“, ასევე შეიქმნა ტექნოლოგიების შესახებ ონლაინ - ჟურნალი CyberStellar.

 

ვლადიმერი ფლობს მაგისტრის ხარისხს პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო განვითარების მიმართულებით. ის არის მრავალი სტატიისა და ნაშრომის ავტორი, მათ შორის პირველი ქართულენოვანი წიგნის თანაავტორი კიბერუსაფრთხოებაში "კიბერთავდაცვა: კიბერსივრცის მთავარი მოთამაშეები. პოლიტიკა, სტრატეგია და კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები, 2016". ასევე 2022 წელს მისი ავტორობით გამოიცა მეორე ქართულენოვანი წიგნი „კიბერსივრცის ახალი გამოწვევები და საქართველო“. მას ხშირად იწვევენ საერთაშორისო და რეგიონალურ კონფერენციებსა და ფორუმებზე, სადაც უზიარებს საქართველოს გამოცდილებასა და საუბრობს კიბერსივრცის გამოწვევებზე.

 

“ინტერნეტის შესწავლისა და კვლევების ცენტრი” წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ინტერნეტის განვითარების ინიციატივის“ ერთობლივ პროექტს. ცენტრის მიზანია ინტერნეტისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების მიმართულებით გააძლიეროს კვლევითი კომპონენტი. ასევე ხელი შეუწყოს სამეცნიერო - კვლევით და სასწავლო პროცესების ეფექტურ წარმართვას, არსებული საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და სამეცნიერო საქმიანობის გაძლიერებას ინტერნეტისა და ინტერნეტ ტექნოლოგიების შესწავლისა და კვლევების მიმართულებით. ცენტრის დანიშნულებაა მოცემული მიმართულებით არსებული საუკეთესო გამოცდილებებისა და ახალი ტექნოლოგიური კვლევების, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობის განხორციელება. ცენტრი აგრეთვე ახორციელებს სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებას როგორც ეროვნულ, ისე რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia