Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


2 December 2019
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული

2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის გახსნის ღონისძიება და საპანელო დისკუსია თემაზე „საპროტესტო აქციების რეტროსპექტივა“.

მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა, სალომე ბარკერმა და შოთა დიღმელაშვილმა ისაუბრეს საპროტესტო აქციების დაგეგმვისა და მართვის პროცესში წარმოშობილ პრობლემებსა და გამოწვევებზე. სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ სამართლებრივ ჭრილში შეაფასა აქციებთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოების ქმედებები. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებათა პროგრამის პროექტის კოორდინატორი, სოფო ასათიანი.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული იმართება თავისუფალი უნივერსიტეტის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG) და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მხარდაჭერით.






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia