Latest NEWS
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი გახდა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის ეროვნული შეჯიბრის ფინალისტი და გამარჯვებული ნომინაციაში - ეფექტიანი ადვოკატირება.
სამართლის სკოლის გამარჯვებულ გუნდს წარმოადგენდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: თორნიკე ეზიეშვილი, მარიამ ჩიბურდანიძე, თეიმურაზ ჩიკვაიძე და მარიამ რამიშვილი.
შეჯიბრი ორგანიზებული იყო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG)-ის თანადგომით.