Latest NEWS
2023 წლის 12 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის დეპარტამენტის სტუდენტებმა რომლებიც გადიან კურსს „ჰოლოკოსტი და გენოციდი ვიშეგრადის ქვეყნებში“, საქართველოს ყოფილ პირველ ლედისთან, ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად აღნიშნეს ანა ფრანკის დაბადების დღე, რომელიც საერთაშორისო დღეა. თბილისში, ვარკეთილის უბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის კედელზე გამოსახულია ანა ფრანკის სურათი. სტუდენტებმა ამ კორპუსის სიახლოვეს, კალათბურთის მოედანზე მოთამაშე ახალგაზრდებს, გამვლელებს, მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები ანა ფრანკის მოკლე ბიოგრაფიით, წიგნი - ანე ფრანკის დღიური და მაისურები საქართველოს უნივერსიტეტის ლოგოთი.