Latest NEWS
24 ივნისს, საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე: „კარიერული განვითარება. ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო შემდეგი საკითხები: კარიერის განვითარების ეტაპები და მათი მახასიათებლები; ინდივიდუალური თავისებურებებისა და ფასეულობების ფაქტორი კარიერულ წინსვლაში; თვითშეფასება და მოტივაცია, როგორც განვითარების წინაპირობა. ღონისძიებას გაუძღვა რუსუდან ციცქიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.