Latest NEWS
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა, 2023 წლის 28-30 მარტს, მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო შეჯიბრში (CEEMC), რომელიც 1995 წლიდან ყოველწლიურად ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქებში ტარდება. ამჯერად, შეჯიბრის მასპინძელი იყო ხორვატია, ქალაქი დუბროვნიკი. იმიტირებული პროცესი გულისხმობს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში წინასწარი გადაწყვეტილების პროცედურით საქმის წარმოების სიმულირებას.
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს შეადგენდნენ სამართლის სკოლის სტუდენტები: მარიამ ნემსაძე, ნათია სიდამონიძე, ფიდან მამედოვა და თინათინ ანთაძე. მწვრთნელები: ნინო ლობჯანიძე და ნინო მიშიძე.
შეჯიბრისთვის გუნდი აქტიურად ემზადებოდა, რაც მოიცავდა მოსარჩელისა და მოპასუხის წერილობითი პოზიციების ჩამოყალიბებას და შემდგომში ზეპირ რაუნდებზე მონაწილეობას.
ზეპირ რაუნდებზე საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი შეხვდა ლეონის იუზკოვ ხმელნიცკის მენეჯმენტისა და სამართლის უნივერსიტეტს და ოდესის საზღვაო აკადემიის გუნდებს.