Latest NEWS
„საქართველოს უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას დიპლომისშემდგომ საგანამანათლებლო პროგრამაზე "დერმატო-ვენეროლოგია" კვოტა-2
პროგრამის ხელმძღვანელი - ნატო დურგლიშვილი
კლინიკური ბაზები:
შ.პ.ს. „კანვენი-კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ეროვნული ცენტრი“ (ქ. თბილისი, ჩაჩავას ქ. N1);
შ.პ.ს. „გიდმედი“ (ქ. თბილისი, ლუბლიანას ქ. N13, მ. ჭიაურელის ქ. N6);
შ.პ.ს. „იმედის კლინიკა’’ (ქ. თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ. N38);
შ.პ.ს. „მრავალპროფილური კლინიკა კონსილიუმ მედულა“ (ქ. თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. N6გ).
სარეზიდენტო/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელმაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მოიპოვა 170 ქულა ან მეტი და აქვს მაძიებლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს: ა) აკრედიტირებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულ დიპლომირებულ მედიკოსს, რომელმაც დადგენილი წესის მიხედვით ჩააბარა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მიიღო სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა; ბ) სერტიფიცირებულ ექიმ-სპეციალისტს, რომელსაც სურს მოიპოვოს ახალ საექიმო სპეციალობაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება; გ) პირს, რომელსაც უმაღლესი სამედიცინო განათლება მიღებული აქვს საზღვარგარეთ და მისი დიპლომი აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
საბუთების მიღება დასრულდება 20 სექტემბერს.
ზეპირი გასაუბრება ჩატარდება 26-27 სექტემბერს.
რეზიდენტურის/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველმა პირმა უნივერსიტეტის ვებ გვერდზე უნდა შეავსოს განცხადება სარეზიდენტო პროგრამაზე დაშვების შესახებ მისამართზე: ____________ და ნაბეჭდი სახით და ელექტორონულ მატარებელზე (CD) უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
სარეზიდენტო/რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) პროგრამებზე მაძიებელთა ჩარიცხვა ხორციელდება რექტორის ბრძანებით.
საბუთების მიღება და გასაუბრება იწარმოებს მისამართზე:
ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. N77ა, I კორპუსი, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
საკონტაქტო პირები: ნატო დურგლიშვილი მობ: 593241010
ელზა ნიკოლეიშვილი მობ: 591006037
E mail: n.durglishvili@ug.edu.ge
e.nikoleishvili@ug.edu.ge
სარეგისტრაციო ფორმა - https://ug.edu.ge/ge/sarezidento-programebi