Latest NEWS
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ დოქტორებს - მერი ლუ ბრაიანტ ფრენკს და კენეტ ფრენკს მიენიჭათ საქართველოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. უსაზღვროდ მადლობელი ვართ მსოფლიოში მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის მეთოდის, პოპულარიზაციისთვის მათ მიერ გაწეული სამუშაოსთვის და საერთაშორისო მედიაციის საზოგადოებაში თავის დამკვიდრების გზაზე ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერისთვის.
სწორედ მათი წვლილისა და მხარდაჭერის შედეგად, 2021 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა წარმატებით უმასპინძლა სამართლის სკოლების საერთაშორისო შეჯიბრს მედიაციაში.
ველით მათთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას, რაც მრავალ საინტერესო საგანმანათლებლო პროექტსა და ინიციატივას გულისხმობს.
დოქტორმა მერი ლუ ბრაიანტ ფრენკმა მაგისტრისა (M.S.) და დოქტორის (Ph.D.) ხარისხი ფსიქოლოგიაში და მაგისტრის ხარისხი (M.Ed.) კონსულტირებაში კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა. იგი აკადემიურ საქმიანობას რამდენიმე პოზიციაზე ეწევა. კერძოდ, როგორც მკვლევარი ჯორჯიის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების ინსტიტუტში და მოწვეული პროფესორი შემდეგ უნივერსიტეტებში: Middle Georgia State University, University of Georgia, Mercer University Walter F. Georgia School of Law, and Brenau University. დოქტორი მერი ლუ ბრაიანტ ფრენკი არის ლიცენზირებული ფსიქოლოგი, სასამართლოს მიერ დამტკიცებული მედიატორი, კონსულტანტი, მედიაციის ტრენერი და სპიკერი. იგი გახლავთ საკონსულტაციოს ჯგუფის „Transforming Mediation“ თანადამფუძნებელი და მოღვაწეობდა როგორც Middle Georgia College-ის აკადემიური საკითხების ვიცე-პრეზიდენტი, Kennesaw State University-ის დეკანი, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და კონსულტირების დეპარტემენტის უფროსი North Georgia College and State University-ში და კვებითი დარღვევის მკურნალობის პროგრამის უფროსი Arizona State University-ში. დოქტორი მერი ლუ ბრაიანტ ფრენკი სამეცნიერო პუბლიკაციებს აქვეყნებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ჟურნალებში მშვიდობის, თანაგრძნობის, კვებითი დარღვევების, ეგზისტენციალიზმისა და მრავალფეროვნების საკითხებზე. მეორედ გამოიცა მისი წიგნი “The Mind of a Peacemaker: The Psychology of Mediation”. დოქტორი მერი ლუ ბრაიანტ ფრენკი მოღვაწეობდა როგორც დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიისა და ქალები უმაღლეს განათლებაში ჯორჯიის ასოციაციის პრეზიდენტი. ამჟამად, იგი საქმიანობს დავის გადაწყვეტის საერთაშორისო ასოციაციის დირექტორთა საბჭოში, საერთაშორისო ქალთა Think Tank-ში, საერთაშორისო კვლევით საბჭოებსა და სამართლებრივ ჟურნალებში. დოქტორმა მერი ლუ ბრაიანტ ფრენკმა მიიღო ჯილდო „Distinguished Provider Award in Counseling“. თავისი კარიერის მანძილზე მან მიიღო არაერთი გრანტი და ჯილდო თავისი საქმიანობისთვის ლიდერობის, სწავლების, მრავალფეროვნების, საზოგადოებრივი სამსახურის მიმართულებით და მათ შორის ჯილდო „Who’s Who lifetime achievement award“.
კენეტ ფრენკი ფლობს იურის დოქტორის (J.D.) ხარისხს სამართალში კოლორადოს უნივერსიტეტიდან და მაგისტრის ხარისხს კონფლიქტის გადაწყვეტაში კოლუმბიის კოლეჯიდან. იგი არის ბრენაუს უნივერსიტეტის (Gainesville, Georgia) კონფლიქტის გადაწყვეტისა და სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი. მას მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის, Ann Austin Johnston Outstanding Faculty Award ბრენაუს უნივერსიტეტისგან და 2015 Coach of the Year Award დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიისგან (INADR). ბატონი კენეტ ფრენკი გახლავთ საერთაშორისო უნივერსიტეტთაშორისი მედიაციის ტურნირის საბჭოს თავჯდომარე, დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის (INADR) დირექტორთა საბჭოს წევრი, ამავე ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი განათლების მიმართულებით, ამერიკის შეერთებული შტატების ჯგუფში. დამატებით, იგი ეწევა სატრენინგო/საკონსულტაციო საქმიანობას სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის კონფლიქტების გადაწყვეტისა და მედიაციის მიმართულებით. იგი ასევე არის საკონსულტაციო ჯგუფის „Transforming Mediation“ თანადამფუძნებელი და ჯორჯიის შტატში რეგისტრირებული მედიატორი (registered neutral).