Latest NEWS
სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო გიორგი მარგიანის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) თემაზე.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მჭიდრო თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა „Ultima Ratio“ - ნათია ალანიას და მაგდანა ბაქრაძის მონაწილეობით და პროფ. მალხაზ ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით გადალახა წერილობითი ეტაპი და მოხვდა 8 საუკეთესო გუნდს შორის. ზეპირ (ბოლო) ეტაპზე გუნდები წარმოადგენენ როგორც დაცვის, ისე ბრალდების პოზიციებს.