Latest NEWS
UG და EWMI/PROLoG განაგრძობენ ტრადიციულად წარმატებულ და ნაყოფიერ კოლაბორაციას შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ მოხარულები ვართ გაუწყოთ, რომ EWMI/PROLoG კიდევ ერთხელ გასცემს გრანტს მოსამართლეებისათვის, და ჩვენი თანამშრომლობის ისტორიაში პირველად, ახლა უკვე სასამართოლს ასისტენტებისათვის შექმნილი სამართლებრივი ინგლისური ენის ტრენინგ-პროგრამის (ELTPJ) განხორციელებისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის TOLES-ის სამართლებრივი ინგლისური ენის ცენტრი.
საქართველოში Covid-19-ის შეზღუდვების გამო, ტრენინგები ჩატარდება ონლაინ, რაც თავის მხრივ იძლევა არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ მოსამართლეები და სასამართლოს ასისტენტები მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული სასამართლოებიდან იქნენ ჩართულნი აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში.
EWMI/PROLoG-მა საქართველოს უნივერსიტეტის TOLES-ის ცენტრთან ერთად ELTPJ -ის განხორციელება, რომელიც USAID-ის მიერ ფინანსდება, დაიწყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თხოვნის საფუძველზე 2018 წელს. უკვე 3 წელია, რაც ELTPJ ფოკუსირებულია იმ მოსამართლეებზე, რომელთაც უკვე აქვთ ინგლისური ენის ცოდნის გარკვეული დონე. შესაბამისად, პროგრამის მთავარი მიზანია, რომ პროგრამის გავლის შემდგომ, მოსამართლეებმა შეძლონ დამოუკიდებელი კვლევის განხორციელება ინგლისურ ენაზე, სხვადასხვა საერთაშორისო სამართლებრივი ორგანოს მოსაზრებების განხილვა, გააუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე: კონცეფციები და პრინციპები, რომლებიც დაფუძნებულია ამერიკის იურიდიულ სისტემაზე. EWMI / PROLoG ასევე მიზნად ისახავს მომავალ სასამართლო გაცვლით პროგრამებში პოტენციური მონაწილეების რაოდენობის გაზრდას.
UGLS ყოველთვის მოხარულია, რომ საკუთარი წვლილი შევიტანოს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის განმტკიცებაში არა მხოლოდ წარმატებული, განათლებული და გონებაგახსნილი იურისტების აღზრდით, არამედ იურიდიული ინგლისური ენის სასწავლო პროგრამის წარმატებული განხორციელებით.