Latest NEWS
სამართლის სკოლის საჯარო სამართლის მიმართულების პროფესორის - მალხაზ ბეგიაშვილის თანაავტორობით და GIZ-ის სამართლის პროგრამა-ის მხარდაჭერით, გამოიცა მეთოდოლოგიური გზამკვლევი - სახელმწიფო მოწყობის სამართალში.
წარმოდგენილი მეთოდოლოგიური გზამკვლევი აღწერს თემების ჩამონათვალს, რომელსაც უნდა გაეცნოს სტუდენტი სახელმწიფო მოწყობის სამართლის შესწავლისას. საკითხებთან ერთად გზამკვლევში წარმოდგენილი და გაშლილია სასწავლო მიზნები და მეთოდურ-დიდაქტიკური რეკომენდაციები და ასევე მითითებულია შესაბამისი ლიტერატურა.