Latest NEWS
სამართლის აკადემიური ქსელის ფარგლებში, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა საქართველოს სამართლის ინსტიტუტსა და საქართველოს უნივერსიტეტების წამყვან სამართლის სკოლებთან.
ეს თანამშრომლობა ქმნის უნიკალურ აკადემიურ ფორუმს სამართლის აკადემიური ქსელის სახით, რომლის მიზნებია:
• ერთობლივი ძალისხმევით იურიდიული განათლების სფეროში არაფორმალური აკადემიური განათლების პროგრამების განვითარების ხელშეწყობა;
• ერთობლივი ძალისხმევით სამართლის სფეროში მატერიალური აკადემიური რესურსების კონსოლიდაციის და შემდგომი განვითარების ხელშეწყობა;
• ერთობლივი ძალისხმევით აკადემიური ღონისძიებების (საჯარო დისკუსიები, ლექციები, კონფერენციები, საზაფხულო და ზამთრის სკოლები) ორგანიზება;
• ერთობლივი ძალისხმევით იურიდიული განათლების სფეროში პრაქტიკული უნარების განვითარებისკენ მიმართული კურსების და პროგრამების განვითარების ხელშეწყობა.
სამართლის აკადემიური ქსელის წევრებთან თანამშრომლობით ინსტიტუტი განახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს, კონკურსებს, კონფერენციებს, ლექციებს, დისკუსიებსა და პროექტებს.