Latest NEWS
8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise და საქართველოს უნივერსიტეტი გამართავს პანელურ დისკუსიას (ონლაინ ფორმატში) თემაზე: "ყარაბაღის კონფლიქტი - დიდი გამოწვევა პატარა რეგიონისთვის".
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:
გია ჯაფარიძე (ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის უფროსი მკვლევარი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი);
თორნიკე შარაშენიძე (საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი);
გიორგი გოგუაძე (საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დირექტორი);
ნოდარ ხარშილაძე (საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ხელმძღვანელი).
დისკუსიას გაუძღვება ირინა გურგენაშვილი Gnomon Wise-ის მკვლევარი.