Latest NEWS
2020 წლის 25 აპრილს გერმანიის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების - კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტის - სემი იუმაკის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა, რომლის სადისერტაციო საბჭოს წევრად მიწვეულ იქნა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, პროფ. ბაჩანა ჯიშკარიანი. დოქტორანტის ნაშრომი შედარებითსამართლებრივ ჭრილში კორუფციის დასჯადობის თემატიკას ეხებოდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრად აირჩიეს საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლა/ Law School of the UG-ის სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, რაც ჩვენი აკადემიური პერსონალის საერთაშორისო აღიარებას და სკოლის ინტერნაციონალიზაციას მოწმობს.