Latest NEWS
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ეროვნულ შეჯიბრში, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უწყებათაშორისი კომისიის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის და საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ორგანიზებით ჩატარდა და მისი მიზანია სტუდენტებში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და მომიჯნავე სფეროების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სამართლებრივი დებატებისა და იურიდიული დისკუსის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-გაუმჯობესება და საკონტაქტო ქსელის შექმნაა.
#UGLS-ის გუნდი შედგებოდა სამართლის სკოლის შემდეგი სტუდენტებისგან: გოგა გეგეჭკორი, თორნიკე ეზიეშვილი და სალომე შონია.
შეჯიბრში მონაწილე გუნდებმა ექვსი ეტაპი გაიარეს: რეგისტრაცია, წერილობითი პოზიციების წარმოდგენა, ლექციების ეტაპი, ტესტირება, გასაუბრება და ფინალური ეტაპი. ჩვენი გუნდი საუკეთესო 6 გუნდში მოხვდა.
ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს წარმატებულ მონაწილეობას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ!