Latest NEWS
2020 წლის, 10 ივნისს, New Economic School - Georgia / ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო-ის სალექციო ციკლში "რას იტყოდნენ დიდი მოაზროვნეები დღეს" ბრუნო ლეონკს შესახებ მომხსენებლები იქნებიან საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები: ელენე ტურაშვილი და თამარ ბაიდოშვილი.
ბრუნო ლეონმა (1913-1967 წწ.) ძალიან დინამიური, აქტიური, მრავალმხრივი ცხოვრება განვლო. იგი იყო სამართლის თეორიისა და სახელმწიფო თეორიის პროფესორი პავიის უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს. სათავეში ედგა აგრეთვე პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტს; იყო ჟურნალის “Il Politico” დამაარსებელი და რედაქტორი. მოწვეული მეცნიერის სტატუსით ლეონი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობდა და ატარებდა ლექციებს სხვადასხვა სასწავლებლებში. ლექციათა კურსი, რომელთა საფუძველზეც ეს წიგნი შედგა, პროფესორმა 1958 წლის 15-28 ივნისს კლერმონში, კალიფორნიაში წაიკითხა.