Scroll down

explore more

The University of Georgia

Latest NEWS


SHARE ON


15 July 2020
საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მორიგი წარმატება და საერთაშორისო აღიარება

მედიაციის პირველ ვირტუალურ ტურნირზე INADR International Mediation Competition Vilnius 2020 ჩვენმა გუნდმა შეძლო ორივე - კლიენტ-ადვოკატის და მედიატორის კატეგორიით ფინალურ რაუნდში გადასვლა და მოიპოვა კონკურსის მეორე ადგილი საუკეთესო ადვოკატ-კლიენტის გუნდის ნომინაციაში, ხოლო მესამე ადგილი საუკეთესო მედიატორის გუნდისთვის! საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლიის გუნდი შეხვდა ჯონ მარშალის სამართლის სკოლას, ბოსტონის უნივერსიტეტს, მიკოლას რომერის უნივერსიტეტსა და SWSP ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების უნივერსიტეტს.

საუკეთესო გუნდების ნომინაციებში გამარჯვებასთან ერთად, ჩვენი გუნდის წევრები - მარიამ წიკლაური და ირაკლი ბიწკინაშვილი გახდნენ ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელებიც!

სამართლის სკოლის გუნდის წევრები იყვნენ: საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები: ცირა ჩორგოლიანი, ირაკლი ბიწკინაშვილი, მარიამ წიკლაური, თამარ ქურდაძე; მწვრთნელები: მარიამ ფირცხალაიშვილი, ენრი აბულაძე და მარი შარაძე.

გამოწვევებით სავსე ონლაინ კონკურსმა ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა - INADR-ის მედიაციის კონკურსების არსებობის ისტორიის განმავლობაში, პირველად დაწესდა პრიზი გუნდის, უნივერსიტეტისა და ქვეყნის კულტურის წარმოჩენისთვის საუკეთესო ვიდეოს პრეზენტაციაში. ამაყები ვართ, რომ ეს ტიტულიც საქართველოს უნივერსიტეტმა მოიპოვა და კიდევ ერთხელ, ამჯერად ვიზუალიზაციით, შეძლო მთელი მსოფლიოსთვის ეჩვენებინა საქართველო და მისი კავშირი მედიაციასთან!

 






OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia